ნატახტარის განვითრების წინასწარი გეგმა:

პროექტის აქტუალობა
დედაქალაქის სიახლოვეს ცხოვრების მოთხოვნილება სულ უფრო იზრდება რაც განპირობებულია თბილისის უკვე საკმაოდ დაძაბული ცხოვრების წესით, ხმაურიანი და ეკოლოგიურად უკიდურესად დაბინძურებული ურბანული გარემოთი, რაც ცხადია ნეგატიურად აისახება არა მხოლოდ ფსიქიკაზე, არამედ ჯანმრთელობაზეც. ეს გარემოებები სასურველს და შესაძლოა აუცილებელსაც კი ხდის ქალაქგარეთ თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსების განაშენიანებას.
ქალაქგარეთ საცხოვრებელი დასახლებების გაშენების პრაქტიკა საკმაოდ დიდი ხანია რაც წარმატებით არის აპრობირებული განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებში. საზოგადოების მოთხოვნილებაც, იცხოვროს დიდი ქალაქების გარეთ და იმავდროულად ქალაქთან მაქსიმალურად ახლოს სულ უფრო იზრდება. შესაბამისად ეს ტენდენცია ვრცელდება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებშიც და მათ შორის საქართველოში.
ნატახტარის პროექტის სახით პოტენციურ მომხმარებელს ვთავაზობთ აღნიშნული მოთხოვნილების დაკმაყოფილებისთვის ოპტიმალურ პროექტს, ხოლო ინვესტორს მიზანდასახულ, მოტივირებულ და რაციონალურად გათვლილ გეგმას.
ილუსტრაცია N1

ტერიტორიის აღწერა
თბილისის შემოგარენის ურბანული ათვისების პროცესზე დაკვირვების შედეგად, აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად ნატახტარი საგანგებოდ შეირჩა რამდენიმე აშკარა უპირატესობის გამო:
* ქალაქთან სიახლოვე: გმირთა მოედნიდან 25 წუთის სავალზე. დავით აღმაშენებლის ძეგლიდან 20 კმ.
* დაშორება საქართველოს სამხედრო გზიდან 200-300მ. რაც უკვე თავისთავად ნიშნავს გამართულ საგზაო ინფრასტრუქტურას (დღეს აქ უკვე არსებობს განათებული თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ავტობანი)
* თბილისთან შედარებით თითქმის იგივე სიმაღლე ზღვის დონიდან, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თუ გავითვალისწინებთ რომ თბილისის სიახლოვეს არსებული სააგარაკე მიწები ძირითადად მდებარეობს ზღვის დონიდან 900-1200 მეტრზე. მოგეხსენებათ წნევის ხშირი და რადიკალური ცვლილება (მინიმუმ დღეში ორჯერ:ჩამოსვლა–ასვლა)არა მარტო დისკომფორტის შეგრძნებას ბადებს, არამედ უარყოფითად აისახება ჯანმრთელობაზე.
* არაგვის ხეობის ნაყოფიერი ნიადაგი და გრილი ზაფხული
* ულამაზესი ხედები საგურამოს და წეროვანის მთებზე, რომლებიც მიმოიხილება ტერიტორიის ყოველი მონაკვეთიდან.
* ეკოლოგიურად სუფთა გარემო, რაც განპირობებს სუფთა წყალს, ჰაერს და პროდუქტს.
* იდეალური პლატო თანაბარი დონეებით.
სიტუაციური რუკა

პროექტის არსი
ამ ეტაპზე წარმოგიდგენთ პროექტის სამომავლო განვითარების კონცეფტს. სამომავლო პერსპექტივა გულისხმობს ერთიან სტილში დაპროექტებულ ვილებს. საინიციატივო ჯგუფის მიერ შემუშავებულია ტერიტორიის ათვისების და დასახლების გაშენების სავარაუდო გეგმა, თუმცა აღნიშნული გეგმა წინასწარია და საბოლოო სახეს მხოლოდ ტერიტორიის შესყიდვის შემდეგ ინვესტორებთან ერთად შეთანხმების შედეგად მიიღებს. საინიციატივო ჯგუფი ჩაატარებს კონკურსს და ოპტიმალურ პროექტს ინვესტორებთან ერთად დაამტკიცებს.
აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად ჩვენ დაწყებული გვაქვს ტერიტორიის ეტაპობრივი შესყიდვა და ამ ეტაპზე ჩვენს საკუთრებაში არის უკვე 21.000 კვ.მ მოცულობის ფართი. იმისთვის რათა მოხდეს ტერიტორიის გამასივება ჩვენ გთავაზობთ შეისყიდოთ რამდენიმე თავისუფალი ნაკვეთი, რომელიც ჯერ კიდევ დარჩა აღნიშნულ ტერიტორიაზე. ამ ნაკვეთების შესყიდვით თქვენ ავტომატურად გეძლევათ საბოლოო პროექტში წილობრივი საკუთრების უფლება გაცილებით უფრო დაბალ ფასად, ვიდრე ეს შესაძლებელი იქნება პროექტის განხორციელებაზე გადასვლის შემდეგ.
ამ ეპატზე ჩვენს საკუთრებაში არის 14 ნაკვეთი, თითო 1,500 კვ.მ ფართით.
5 ნაკვეთი, ასევე 1,500 კვ.მ ფართის ჩვენი რეკომენდაციის შედეგად იქნა შესყიდული სხვადასხვა კერძო ინვესტორის მიერ და ავტომატურად გახდა პროექტის მონაწილე.
დღეს შესასყიდად გთავაზობთ 6 ნაკვეთს – თითო 1,400-1,500 კვ.მ. 1 კვ.მ–ს ფასი განსაზღვრულია 8,5 დოლარით.